მაკრონი საფრანგეთის პრობლემაა - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 17:20 | 04.12.2020
ნანახია: 790

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ საფრანგეთმა, როგორც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ნდობა დაკარგა, მისი პრეზიდნტი ემანუელ მაკრონი კი ქვეყნის პრობლემა გახდა.

 „საფრანგეთმა დაკარგა ყოველგვარი ნდობა მთიანი ყარაბაღის შუამავლის რანგში. საფრანგეთს მაკრონის პრეზიდენტობის პირობებში საშიში პერიოდი უდგას. მინდა, რომ ქვეყანამ მოიშოროს მაკრონის ტვირთი, რაც შეიძლება სწრაფად“, - უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მან მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივას. ალიევმა  საფრანგეთის სენატის საპასუხოდ, რომელმაც მიიღო რეზოლუცია და ხელისუფლებას მოუწოდა ყარაბაღის აღიარებისკენ, პარიზს შესთავაზა საფრანგეთში მცხოვრებ სომხებს გადასცეს მარსელი და მათთვის შექმნას „მეორე სახლმწიფო“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე