აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 04.12.2020
ნანახია: 549

აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 217 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

წინა რეკორდი 28 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ქვყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 205 ათასი შეადგინა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასულ 24 საათში კორონავირუსის 217 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 879 პაციენტი.

ეპიდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსის 14 147 754 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 270 ათასი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე