24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 17 ათასს გადააჭარბა
საქართველო, თბილისი - 14:48 | 04.12.2020 ნანახია: 773
მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ბოლო 24-საათში დაფიქსირებული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები იყო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 17 ათასს გადააჭარბა, კვირის ბოლოდან კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. მათ შორის, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება.
მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც 20 წუთში პასუხის მიღების საშუალებას იძლევა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი - http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან უნდა დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.
ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან, კერძოდ, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ამბოლატორიულ ტესტირებას ჩაატარებს. მისივე განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი იქნება გამოკვლეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მიუხედავად სიმპტომებისა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ბოლო 24 საათში, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რომელიც გუშინ დაიწყო, ხელს შეუწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს.
სხდომაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. გარდა COVAX პლატფორმისა, მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მიმდინარეობს.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით იდგმება. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ:
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ამასთან, 28 ნოემბერი - 3 დეკემბრის პერიოდში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, ხოლო დაჯარიმდა 7.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 152 704 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 126 904 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1425 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1241 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3899 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6671 პირი.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















