საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 04.12.2020
ნანახია: 473

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 425-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე