კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 04.12.2020
ნანახია: 509

თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

"2020 წლის 2 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე