საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

საქართველო, თბილისი - 00:06 | 04.12.2020
ნანახია: 641

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა", - განაცხადა ცერცვაძემ "ფორმულას" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე