საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 03.12.2020
ნანახია: 359

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 387 შემთხვევა.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 147 636-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-მდე გაიზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე