პარლამენტთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 18:22 | 02.12.2020
ნანახია: 524

პარლამენტის შენობასთან, სადაც აქტივისტებს საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი, დაპირისპირება და ხმაურია.

პოლიციამ აქტივისტებს კარავში ხის პალეტების შეტანის საშუალება არ მისცა.

მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს პერმანენტულად აპროტესტებენ, სურთ, პალეტებზე ლეიბები გაშალონ, რათა სიცივეს უკეთ გაუმკლავდნენ და ღამით პირდაპირ ასფალტზე არ დაიძინონ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე