აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 01.12.2020
ნანახია: 637

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპირებდნენ პერფომანსის გაკეთებას, რისი საშუალებაც სამართალდამცეველებმა არ მისცათ.

ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ადგილზე მყოფ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ანანიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როცა აქციის მონაწილე არღვევს პოლიციის კორდონს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე