უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 17.03.2026
ნანახია: 78

ევროკავშირმა უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბას“ ფუნქციონირების აღსადგენად ტექნიკური და ფინანსური დახმარება შესთავაზა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივად ავრცელებენ.

კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა აღნიშნეს, რომ 27 იანვარს „დრუჟბას“ ნავთობსადენზე რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების შემდეგ, რამაც უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობმომარაგება შეაფერხა, ევროკავშირმა უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობმომარაგების აღდგენის მიზნით წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან ყველა დონეზე ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო.

„ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა. უკრაინული მხარემ მიესალმა და მიიღო ეს შეთავაზება. ევროპელი ექსპერტები მზად არიან დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი პრიორიტეტია ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპის ყველა მოქალაქისთვის.

„ამ კონტექსტში, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არარუსული ნავთობის ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების საკითხზე“, - აღნიშნეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე