ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 20:13 | 30.11.2020
ნანახია: 665

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე