ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 19:38 | 30.11.2020
ნანახია: 766

ქუთაისში, კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა ნახეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცი 28 ნოემბერს უნდა გაეწერათ, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე