საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 29.11.2020
ნანახია: 576

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 132 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 2 033 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 54 464 პირი, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 945.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე