საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 28.11.2020
ნანახია: 540

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 195-ს შეადგენს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 პაციენტი.

 გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 37 პაციენტი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე