კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 20:00 | 23.11.2020
ნანახია: 677

ქვეყნის მოსახლეობის მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 3 986 118 ადამიანიდან კორონავირუსი 4 048 პაციენტს დაუდასტურდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.10%-ზე მეტია (დაახლ. 0.1016%).
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ლუქსემბურგი, ლიტვა, ხორვატია, მონტენეგრო და ანდორა მოსდევს.

New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმადაც, ბოლო კვირის განმავლობაში, საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

New York Times-ის რუკის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2 807 ინფიცირებულია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე