მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველო, თბილისი - 16:03 | 20.01.2016
ნანახია: 3032

კიდევ ერთი სიურპრიზი საქართველოს კულტურის პალატისაგან - 29 იანვარს, დიდ საკონცერტო დარბაზში მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება. საღამოზე მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ეკა კახიანი, დავით ევგენიძე, თემურ თათარაშვილი, ლიზა ყენია და სხვები.

„ეს ვარსკვლავი ჩემთის იქნება - მრავალი წელი სცენაზე დგომის, ბევრი შრომის, ბევრი სიმღერის და ძალიან ბევრი სიყვარულის, რომელიც მე მივიღე ადამიანებისგან და ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ანუ ვარსკვლავის სახით“, - განაცხადა მაია ჯაბუამ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე