საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა
საქართველო, თბილისი - 18:18 | 20.11.2020 ნანახია: 1163საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის წახალისებას განაგრძობს. 19 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ორგანიზებული- „სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი“ გაიმართა. ღინისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სპიკერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ საწარმოთა ალიანსებიდან წარსდგნენ. ფორუმის ბოლოს კი ფარული კენჭის ყრით „წლის სოციალური საწარმო“ „გუმბათი“ გამოვლინდა, რომელსაც საქართველოს ბანკის მიერ გრანტი გადაეცა.
სოციალური საწარმო გუმბათი არის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ადგილი წალკაში, რომლის მისიაა წალკის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს თანასწორი, უსაფრთხო და განვითარებული საცხოვრებელი გარემო.
წლევანდელი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილ მომხსენებლებს დამსწრეები Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს. ფორუმის ძირითადი თემები აერთიანებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ახალგაზრდები და სოციალური მეწარმეობა; სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები; კრიზისული სიტუაციების მართვა და მისი დაძლევის საუკეთესო მაგალითები ქართველ სოციალურ მეწარმეებთან და COVID-19-თან მიმართებაში.
„საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. გვეამაყება, რომ ბანკის ჩართულობით, სოციალური მეწარმეობის ფორუმი საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ის საწარმოები ფინანსდება, რომლებიც ორმაგი - ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოირჩევიან. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ადამიანის, სფეროს და ადგილის განვითარება ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR- ის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ და გააძლიერონ საქმიანი კავშირები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ კონცეფციას. წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი საერთაშორისო კვირეულის ფორმატში გაიმართა, რითიც საერთაშორისოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შეურთდა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















