პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
საქართველო, თბილისი - 15:49 | 20.01.2016 ნანახია: 1988
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამშრომლებთანერთად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერსამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავითხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები: გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე დააკავა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ" და „დ" და მე-3ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისპროექტის" ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100% -იანი წილითდაფუძნებული შპს „მექანიზატორის" ოპერატორებს, ევალებოდათ ხვნის ბარათების საფუძველზე ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდდაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს" შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება,რომლის მიხედვითაც ფერმერისთვის მომსახურების გაწევა შპს „მექანიზატორის" საბანკო ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდამომხდარიყო. მიუხედავად ამისა წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის დავით ხუსკივაძის და ბრიგადისმენეჯერების: ვარლამ ბარამაძის, ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დავალებით, შპს„მექანიზატორის" ოპერატორები, ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენსხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა,დ.ხუსკივაძე, ვ.ბარამაძე, ა.ლომინაშვილი და ი.სარალიძე იღებდნენ ხელზე და ინაწილებდნენ.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით შპს „მექანიზატორის" ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 2014 წლის განმავლობაში საერთო ჯამშისახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით - 260 783,14 ლარის ზიანი.
გამოძიებით ასევე დადგიდა რომ, იმავე პერიოდში, მენეჯერმა დავით ხუსკივაძემ და ბრიგადის მენეჯერმა გრიგოლ გელხვიიძემ, ფერმერებისთვის მიწისნაკვეთების უსასყიდლოდ დასამუშავებლად მიღებული 46 570 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითგაფლანგეს, რითაც სახელწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
აღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ", „დ" და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ"ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















