TV პირველი "დღის ამბების" ორმა წამყვანმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 21:13 | 17.11.2020
ნანახია: 855

TV პირველი ორმა წამყვანმა და პროდიუსერმა დატოვა. სამივე მათგანი ერთსა და იმავე გადაცემაზე, "დღის ამბებზე" მუშაობდა.

არხი დატოვეს "დღის ამბების" წამყვანებმა თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ, ასევე პროდიუსერმა ნათია ზოიძემ. ზოიძემ და ჩიხლაძემ "ნეტგაზეთს" განუცხადეს, რომ არხის დატოვების გადაწყვეტილება სარედაქციო საკითხს არ უკავშირებდა.

იგივე უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა ბაკურიძემაც.

"თანამშრომლობის რესურსი ჩემი მხრიდან ამოიწურა. ჩემი მხრიდან - იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ მათ ჰქონდათ შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი", - თქვა ბაკურიძემ.

ბაკურიძე "TV პირველში" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა, ზოიძეც ამავე არხის დატოვების შემდეგ დასაქმდა "დღის ამბებში", ჩიხლაძე კი "იმედიდან" წამოსვლიდან რამდენიმე თვეში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე