კორონავირუსი დაუდასტურდა თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც

საქართველო, თბილისი - 17:38 | 17.11.2020
ნანახია: 713

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ გაავრცელა. დღეს, 17 ნოემბერს, დილით ცნობილი გახდა, რომ ინიფიცრებულია თვითონ თენგიზ ცერცვაძეც.

"კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს", - წერია განცხადებაში.

კლინიკის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37,8 გრადუსი აღენიშნებოდა. ცერცვაძეს ახლაც მსგავსი სიმპტომები აქვს, ოღონდ დაბალი ტემპერატურით. ორივე მათგანი მკურნლოას სახლის პირობებში აგრძელებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე