თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 17.11.2020
ნანახია: 536

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახური ავრცელებს.

"ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ კლინიკაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე