სერგო რატიანი: ქვეყენაში კრიზისი მწვავდება

საქართველო, თბილისი - 14:02 | 20.01.2016
ნანახია: 1786

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრუელებლი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ზრუნავდეს, არაფერს აკეთებს და კორუფციაშია ჩაფლული.

„ჩვენ უკვე 2 წელია მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას ვთავაზობთ. კრიზისი მწვავდება და მთავრობა არაფერს აკეთებს, სრულიად უუნაროა და კორუფციაშია ჩაფლული. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალა, ვთავაზობთ შეცვალონ პოლიტიკა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა დაიწყონ. რასაკვირველია ჩვენ ამას 9 თვის შემდეგ გავაკეთებთ, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და  ახლაა გასაკეთებელი“, - აცხადებს სერგო რატიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე