ღარიბაშვილი: უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მე-9 მიზანს

საქართველო, თბილისი - 20:21 | 26.09.2015
ნანახია: 2024

 ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მეცხრე მიზანს, რომელიც ეხება მტკიცე ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ინკლუზიურ და მდგრად ინდუსტრიალიზაციასა და ინოვაციების ხელშეწყობას, - ის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მისი თქმით, მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 ”ჩვენ განვახორციელეთ პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე