საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 15.11.2020
ნანახია: 573

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 703-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 33 პაციენტი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე