საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 387 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 15.11.2020
ნანახია: 552

საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 592, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 280.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე