ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 13.11.2020
ნანახია: 591

ბათუმში COVID-19-ით ინფიცირებული 32 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, პაციენტმა კლინიკას მიმართა 4 ნოემბერს, გარდაიცვალა 12 ნოემბერს.

დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია

პაციენტს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის მწვავე პნევმონია.

ბოლო 24 საათში აჭარაში COVID-19-ით 10 ადამიანი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე