სალომე ზურაბიშვილი: მე სიმართლე უფრო მაინტერესებს ვიდრე სააკაშვილის ბედი

საქართველო, თბილისი - 12:10 | 20.01.2016
ნანახია: 1726

მე სიმართლე უფრო მაინტერესებს ვიდრე სააკაშვილის ბედი-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგრეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. მან ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე, გადაცემა "პრიორიტეტებში" ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა ის საქმე, რომლისც ძიებაც დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

კითხვაზე რატომ ვერ ხერხდება ინტერპოლის დარწმუნება ექსპრეზიდენტს სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია ბევრი მტკიცებულება და ფაქტების სიზუსტე. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს აქვს კარგი კონტაქტები ყველა იმ ქვეყანაში, რომლიდანაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მის ექსტრადირებას ითხოვენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე