„ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე“ - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:07 | 18.01.2016
ნანახია: 1951

პრემიერ-მინისტრი მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას გეგმავს რეგიონების განვითარებაზე.

„ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო - სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა და ადამიანებს არ გააჩნიათ შეგრძნება, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აქვთ. ამიტომ, ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონების განვითარებაზე, რეგიონული ინფრასრტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე და ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდეს რეგიონში არსებულ მოთხოვნებს და გამოწვევებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე