გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 18.01.2016
ნანახია: 1645

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა, საუბრის ძირითადი თემები იყო.

ლიტვა საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტურ განხორციელებაში მხარდაჭერას სთავაზობს.

პრემიერმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მხარეებმა ისაუბრეს საკონტეინერო გადაზიდვების განვითარებისა და პროექტ „ვიკინგის" შესახებ, რომელიც, ჩრდილოეთის პორტებს, საქართველოს გავლით, შუა აზიის ქვეყნებთან დააკავშირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტვის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

გიედრიუს პუოჯუნასმა, ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე