გიორგი ლილუაშვილი საკრებულომ მერის მოადგილის თანამდებობაზე დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 15.01.2016
ნანახია: 1733

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დავით ნარმანიას მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დეპუტატებს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ წარუდგინა.

გიორგი ლილუაშვილმა საკრებულოს წევრებს სამომავლო გეგმები გააცნო და სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 40-მა დეპუტატმა მიიღო, საიდანაც, 36-მა გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე