გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მღებრიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 15.01.2016
ნანახია: 1679

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანად იმოქმედებს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დანაშაულთან ბრძოლის პროცესში, არც ერთი თანამდებობის პირისა თუ მათთან დაახლოებული ადამიანის თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.

გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას ამ პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე