გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 12.01.2016
ნანახია: 1577

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის  ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს  პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვედრაზე. 

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის როლს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე