ელისაშვილი: ეკა ბესელიას ქურდული გარჩევები არ მაინტერესებს

საქართველო, თბილისი - 18:19 | 11.01.2016
ნანახია: 1839

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების საქმეზე მსჯელობისთვის გამოცხადებას არ გეგმავს. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მას არ სურს ეკა ბესელიას კომიტეტის ფარგლებში ამ საკითხზე იმსჯელოს.

„ეს ხალხი ბესელია-კობახიძის მიერ იმართება და ყურადღებას გადატანა უნდათ. საქმის გასარჩევად ვეახლო ეკა ბესელიას კომიტეტში, ქურდული გარჩევები მე არ მაინტერესებს, არასერიოზულ განხილვებზე მისვლას არ ვაპირებ. ამდენად, ვურჩევ ამ პოლიტპატიმრებს, რომ დაწყნარდნენ და ნუ გამოაყენებინებენ თავს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე