Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 03.08.2020
ნანახია: 1109

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა.

 

პირველი რეგულარული ფრენა 3 აგვისტოს შესრულდა და Lufthansa-მ მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოიყვანა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Lufthansa-ს თბილისი-მიუნხენის რეისით 156 მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტში მოსულ მგზავრებს, პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე