ნინო სურგულაძე და მსოფლიო ვარსკვლავები ფილარმონიის სცენაზე

საქართველო, თბილისი - 12:29 | 08.01.2016
ნანახია: 2773

9 იანვარს 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე", SOCAR-ი და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2" წარმოგიდგენთ გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს, რომლიდან შემოსული თანხამთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.

კონცერტი იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: შეუდარებელი ტენორი ალესანდრო საფინა; მის ჰოლივუდი 2005 და ესტრადის დივაენჯელ ბლუ; უმშვენიერესი ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; გენიალური სოფი ლორენის უფროსი ვაჟი,შესანიშნავი დირიჟირი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა დაინსტრუმენტალური ბენდი. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე