თავდაცვის მინისტრი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 12:17 | 07.01.2016
ნანახია: 1782

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

თინათინ ხიდაშელმა მართლმადიდებლებს ქრისტესშობა, სწორედ, ამ ეკლესიიდან მიულოცა. რელიგიურ ღვთისმსახურებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები: პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე