2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა
საქართველო, თბილისი - 15:02 | 06.01.2016 ნანახია: 1829
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2015 წლის განმავლობაში 5,897,685 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 382,126 მოგზაურით მეტია. (+6.9%)
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმღძვანელი გიორგი ჩოგოვაძე აღნიშნავს, რაც შეეხება ტურისტებს, (ანუ იმ მოგზაურებს, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს ჩვენს ქვეყანამაში) მათი რიცხვი 2,278,562-ია, ზრდა კი 2.2%. ტურისტების წილი მთლიან მოგზაურებში 39%-ია.
2015 წელსაც საქართველოს ყველაზე მეტად მეზობელი ქვეყნებიდათ სტუმრობდნენ, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსი (51%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები - 675% და საუდის არაბეთი - 80%-იანი მატებით. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
ტოპ 10 ქვეყანა
|
|
ქვეყანა |
2014 |
2015 |
ცვლილება |
ცვლილება % |
|
1 |
სომხეთი |
1,325,635 |
1,467,454 |
141,819 |
11% |
|
2 |
აზერბაიჯანი |
1,283,214 |
1,392,993 |
109,779 |
9% |
|
3 |
თურქეთი |
1,442,695 |
1,391,379 |
-51,316 |
-4% |
|
4 |
რუსეთი |
811,621 |
925,061 |
113,440 |
14% |
|
5 |
უკრაინა |
143,521 |
141,656 |
-1,865 |
-1% |
|
6 |
ისრაელი |
42,385 |
59,480 |
17,095 |
40% |
|
7 |
პოლონეთი |
46,314 |
43,435 |
-2,879 |
-6% |
|
8 |
გერმანია |
33,446 |
36,820 |
3,374 |
10% |
|
9 |
ყაზახეთი |
28,394 |
36,758 |
8,364 |
29% |
|
10 |
აშშ |
28,272 |
31,143 |
2,871 |
10% |
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზრდა არის შემოსავლების კუთხითაც. საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წლის მესამე კვარტალში შემოსავალმა 742 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წლის მესამე კვარტალში 650 მლნ. აშშ დოლარი იყო. ზრდა წინა წლის მესამე კვარტალთან 14.2%-ს შეადგენს.
სამი კვარტლის ჯამში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წელს კი იგივე მაჩვენებელი 1,4 მილიარდს შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
ტურიზმის წილი სერვისის ექსპორტში შეადგენს 62,2%-ს.
„2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. დაახლოებით 382 ათასი ადამიანით მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ , რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზაურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვისი მხარდაჭერისა და დამხარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა. “-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















