ომარ ნიშნიანიძე:ღარიბაშვილი პარტია "ოცნების" ტყუპისცალი იქნება, რომელიც კოალიციაში შევა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 05.01.2016
ნანახია: 1778

პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ძალიან კარგი იქნება თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას შექმის. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ღარიბაშვილი პარტიას შექმნის, ის "ოცნებას" არ დაუპირისპირდება. მეტიც, ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პარტია "ოცნების" ტყუპისცალი იქნება, რომელიც კოალიციაში შევა.

"ღარიბაშვილი თუ რამეს შექმნის, ის ქართულ ოცნებასთან იქნება კავშირში. შესაძლოა არც შექმნას პარტია და ქართულ ოცნებაშიც დარჩეს. დარწმუნებული ვარ ის აქ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იქნება...ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი ჩვენ არ დაგვიპირისპირდება. ჯერ ყველაფერი ჭორის დონეზეა, არ გამოვრიცხავ მან ქართული ოცნების ტყუპისცალი პარტია შემქნას, რომელიც კოალიციის შემადგენლობაში შემოვა. " განაცხადა ნიშნიანიძემ "ახალ თაობასთან" ინეტრვიუში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე