აკადემიის მსმენელთა საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა
საქართველო, თბილისი - 17:04 | 29.12.2015 ნანახია: 2312
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი წარმატებით დაასრულეს. საზეიმო ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.
ცერემონიის მსვლელობისას სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
მოგვიანებით მსმენელებს სწავლების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო პროცესი 24 ნოემბერს დაიწყო და 5 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სამხედრო მოსამსახურებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ხუთი კვირის განმავლობაში მათ სამწყობრო და ფიზიკური მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების, კავშირგაბმულობისა, და სამხედრო ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები გაიარეს. განსაკუთრებული ყურადღება საცეცხლე მომზადებას დაეთმო. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე თავდაპირველად 66 მსმენელი ჩაირიცხა. კურსი წარმატებით გაიარა 62-მა მსმენელმა, მათ შორის სამმა ქალბატონმა.
საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ მსმენელები სწავლას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო უწყება გმობს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევას
- „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის - კაია კალასი
- მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ნინო წილოსანი
- სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას, სადაც ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს - მთავრობა
საზოგადოება
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
სამართალი
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
მსოფლიო
- ვიმედოვნებთ, ევროკავშირში 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს ერთი ადამიანი არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენს ჯარისკაცებს მივცემ, დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკონ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი - ილჰამ ალიევი
- ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა - აზერბაიჯანული მედია
- შეერთებული შტატები ახალ, ხანგრძლივ კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















