საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 16:17 | 23.01.2020 ნანახია: 2012
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.
ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, amazon-ი, ebay და etsy. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ განათავსონ საკუთარი პროდუქცია ყველაზე მსხვილ, საერთაშორისო კომერციულ პლატფორმებზე, რათა გაზარდონ მათი ბიზნესების ცნობადობა და გაყიდვები, მოიძიონ ახალი პარტნიორები.
ვორკშოპზე მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან − Amazon Export Hub-ი, (კომპანია, რომელიც ეხმარება მეწარმეებს განათავსონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე) Cnick-ი, (რომელიც უკვე წარმატებით ვაჭრობს amazon-ზე), Boxette-ი, (რომელიც ამერიკაში პროდუქციის საწყობებში გადანაწილების მიმართულებით მუშაობს), ასევე Ebay Experienced Sellers, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს გააცნეს სერვისები, რომელთა დახმარებითაც მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ციფრული პლატფორმები ბიზნესის გაფართოების საუკეთესო, სწრაფი, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა: amazon-ი, ebay, etsy და სხვა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით გამართული ვორკშოპის მიზანიც ქართული კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა და გაზიარებაა, რასაც ეს საერთაშორისო პლატფორმები იძლევა და იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, ვისაც მსგავსი და წარმატებული პრაქტიკა აქვთ.
საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ბიზნესები სამომავლო განვითარებაში, წარმატებით გაფართოებასა და ახალ პარტნიორებთან საუკეთესო გარიგების დადებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
მსოფლიო
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
- საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ - რასა იუკნევიჩიენე
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















