ინსტრუქტორთა მომზადების და გადამზადების კურსი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 28.12.2015
ნანახია: 1846

ეროვნული სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ ინსტრუქტორთა მომზადების და გადამზადების კურსის მე-8 ეტაპი დასრულდა. კურსში საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრების 12 ინსტრუქტორი მონაწილეობდა. 

ტრენინგი 2 მოდულს მოიცავდა. სამკვირიანი კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ინსტრუქტორთა უნარ-ჩვენებები დახვეწეს და შეისწავლეს სასწავლო პროგრამების შემუშავების ხერხები ნატოს სტანდარტების ADDIE მეთოდის შესაბამისად, რაც ანალიზს, დაგეგმვას, შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას გულისხმობს.

დღეიდან ინსტრუქტორები ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე