საახალწლო ღონისძიებებს 3 იანვარს თბილისის მერიის ბიგ ბენდი დახურავს

საქართველო, თბილისი - 11:16 | 28.12.2015
ნანახია: 1984

ბელორუსიის  ჯაზფესტივაზე გამართული წარმატებული კონცერტების შემდეგ ბიგ-ბენდი სრული შემადგენლობით ახალი კონცერტისთვის ემზადება.   განახლებული რეპერტუარით  ქართული და უცხოური ჰიტებით ბენდი  საახალწლო ღონისძიებების დასკვნით კონცერტს 3 იანვარს გამართავს.

საახალწლო ქალაქი ვარდების მოედანზე 25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო კონცერტით გაიხსნა. ვარდების მოედფანზე ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი  იმართება.  3 იანვარს  20:30 საათზე  კი  კონცერტების სერიას თბილისის  მერიის ბიგ ბენდი დახურავს.

საათნახევრიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება  საახალწლო თემატიკაზე შემქნილი უცხოური სიმღერები. რეპერტუარში ასევე შევაჯონ ლენონის,  B.B. King-ის , ფრენკ სინატრას, ლუი პრიმას  სიმღერების ქავერები.  საახალწლო ქალაქში მისული მსმენელი არჩილ კერესელიძის ლეგენდარული „საპოვნელას“   სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასაც მოისმენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე