მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია - ვინ, სად და როგორ გადანაწილდებიან

საქართველო, თბილისი - 14:02 | 25.12.2015
ნანახია: 1525

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ჩამოსაყალიბებლად ორი დღე ითხოვა.

"გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა არა მასშტაბური. შეიძლება იყოს რამდენიმე ცვლილება და ამისთვის ორი დღე ითხოვა პრემიერობის ახალმა კანდიდატმა“, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც ამბობენ, მინისტრა კაბინეტში ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხო. გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა თანამდებობა უკვე დატოვა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია. კულუარებში ასევე საუბრობენ, თამარ სანიკძისა და გიორგი ქუმსიშვილის შეცვლაზეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე