ხვალიდან ბათუმში საახალწლო ღონისძიებები იწყება - ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები თქვენთვის იმღერებენ
საქართველო, თბილისი - 17:10 | 24.12.2015 ნანახია: 2148
ხვალ, ევროპის მოედანზე უფასო საახალწლო კონცერტების 15 დღიანი პროგრამა იწყება. საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი, განახლებული ნაძვის ხეც. მოედანზე მისული სტუმრები კონცერტზე ჯგუფის ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ჰიტებს მოისმენენ. ქათამაძის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება.
დღის მთავარი კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე მისული სტუმრები ნახევარი საათის განმავლობაში ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებენ... მათთვის ადგილობრივი თეატრალური დასების მონაწილეობით გაიმართება თეატრალიზირებული მსვლელობა და საბავშვო-გასართობი კონცერტი.
26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები წვიმის შემთხვევაში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გადაინაცვლებს. 26 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხელოვნების ცენტრში მსმენელის წინაშე 2014 წლის X ფაქტორის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ასევე ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს კი ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები “Gravity”, The Mins და / "Young georgian lolitaz" მსმენელს ორ საათიან პროგრამას წარუდგენენ.
საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნის, გარდა ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანშია დაგეგმილი. კონცერტები კულმინაციას 31 დეკემბერს, 22:00 საათზე მიაღწევს, როცა ევროპის მოედანზე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონერტი დაიწყება, რომელშიც ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სია” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი). ფაიდმენის გარდა გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი Inner Circle.
1 იანვარს, კი ევროპის მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი LOU BEGA წარდგება, რომელიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად გრანდიოზულ კონცერტს წარმოადგენს.
უფასო კონცერტები როგორც ევროპის მოედანზე, ასევე ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანში 15 დღის განმვლობაში ჩატარდება. 25,26,27 დეკემბრის კონცერტები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული, 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“-ს მიერ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















