ივანიშვილი და ღარიბაშვილი კვირიკაშვილის დედის პანაშვიდზე ერთი მანქანით მივიდნენ

საქართველო, თბილისი - 14:13 | 24.12.2015
ნანახია: 1659

ყოფილი პრემიერ-მინისტრები საგარეო საქმეთა მინისტრის დედის პანაშვიდზე დღეს ერთი მანქანით მივიდნენ. თუმცა, არც ერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ეს იყო მათი პირველი გამოჩენა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მათ ამის შესახებ არაფერი თქვეს.

ასევე უცნობია როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ვინაობა, ასევე ღარიბაშვილის სამომავლო გეგმების შესახებ, დარჩება პოლიტიკაში თუ არა და რა ფორმით.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 23 დეკემბერს დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე