პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი - ვის განიხილავენ უმრავლესობაში?

საქართველო, თბილისი - 11:48 | 24.12.2015
ნანახია: 1633

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას მოიაზრებენ.

როგორც ჟურნალისტებს მეჭიაურმა განუცხადა, მთავრობაში ცვლილებები იქნება, რადგან თვითონ პრემიერი იცვლება.

მისი თქმით, მან არ იცის, თითოეულ მინისტრს ეს როგორ შეეხება.

„ვერსიების დონეზე სხვადასხვა კანდიდატურების შესახებ ინფორაცია მაქვს. ყველაზე ხშირად, კვირკაშვილზე საუბრობენ, მაგრამ დამტკიცებული ინფორმაცია არ მაქვს“, - დასძინა მეჭიაურმა.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტი შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავო

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე