ლიბიის სანაპიროსთან ლტოლვილების ნავი ჩაიძირა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 22.12.2015
ნანახია: 1928

ლიბიის სანაპიროსთან ლტოლვილების ნავი, რომელიც ევროპისკენ მიემართებოდა, ჩაიძირა. ნავზე 120 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 2 ადამიანი, 10 დაკარგულად მიიჩნევა. დანარჩენები მაშველებმა გდაარჩინეს. ამის შესახებ დასავლური მედია ლიბიის სანაპირო დაცვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

ლიბიის სანაპირო დაცვის თანამშრომლების თქმით, ნავმა სამაშველო ოპერაციის დაწყებისთანვე ჩაძირვა დაიწყო. მასში მყოფი ადამიანები სამაშველო ჟილეტების გარეშე იყვნენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე