ეროვნული გვარდია 25 წლისაა
საქართველო, თბილისი - 16:40 | 21.12.2015 ნანახია: 2142
საქარველოს ეროვნული გვარდია 25 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა; თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.
„25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა, როგორც თანამედროვე ახალი სახელმწიფო. მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა სახელმწიფოებრიობა. თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით უმნიშვნელოვანეს სადარაჯოზე, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი საქართველო“,- მიმართა გვარდიელებს საქართველოს პრეზიდენტმა.
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კი ეროვნულ გვარდიაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ეროვნული გვარდიის კონცეფციაზე, რომელსაც 2016 წლის დასაწყისში წარვუდგენთ საზოგადოებას და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, გაიზარდოს სამაშველო ოპერაციების დროს გვარდიის შესაძლებლობები, როგორც ფუნქციურად, სამართლებრივად, ასევე ტექნიკურადაც. ეროვნული გვარდია, ჩემი აზრით, უფრო მობილური უნდა იყოს, სამართლებრივად. საგანგებო მდგომარეობის დროს დამატებითი ბარიერების და პროცედურების გავლა არ უნდა აფერხებდეს პრობლემის მოგვარებას. ამიტომ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება გავამარტივოთ ეს რეჟიმი. ვნახოთ, ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი, ჩვენ კონცეფციას დავდებთ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან მივიღებთ თანხმობას“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა გვარდიელს, მოქმედს და ვეტერანს, მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატება და დიდხანს სიცოცხლე. მინდა, გავიხსენო ჩვენი გარდაცვლილი გვარდიელები. ქართული გვარდიელობა არის გულის და სინდისის მოთხოვნა. შესაბამისად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დიდ პატივთან ერთად. გვარდია და რეზერვი, ზოგადად, სამობილიზაციო სისტემის შემადგენელი ნაწილია და ვმუშაობთ ამ სისტემის გაუმჯობესებაზე, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მისადაგებული დღევანდელ გამოწვევებთან და ქვეყნის რესურსებთან.
ჩვენი აზრით, გვარდიის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენებოდეს ბუნებრივი კატასტროფებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში. ეს ფუნქცია მათ სამხედრო ამოცანებთან ერთად უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
გვარდიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღესვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენებით ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დაჯილდოვდნენ. მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი იოსებ მაისურაძე. დღესვე ღირსების ორდენები გადაეცათ: გიორგი თავდგირიძეს, დავით აფციაურს, ალექსი მინდაძეს და დავით ბეჟაშვილს. საზეიმო ცერემონიალს დაესწრო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეები.
საზეიმო ცერემონიალზე მამა მიქაელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
საზეიმო ცერემონიალის დასასრულს კი სპეციალური ფილმის ჩვენება მოეწყო გვარდიის შესახებ, გაიჭრა საზეიმო ტორტიც.
ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















