ოთარ დანელია: DCFTA-ს ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა - საქართველოს რამდენიმე ასეული დირექტივა აქვს შესასრულებელი
საქართველო, თბილისი - 13:18 | 21.12.2015 ნანახია: 1788
,,ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ყველა ცვლილება, ყველა რეფორმა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული და არის აღიარებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, აღნიშნული შეფასება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში, მედიატურის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასებისას გააკეთა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უხლესი ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა.
„მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა - საქართველოს რამდენიმე ასეული დირექტივა აქვს შესასრულებელი. აღნიშნული მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. უკვე მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი რეგლამენტი. არსებობს სამოქმედო გეგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, ამ პროცესების მიმდინარე სტატუსებთან დაკავშირებით, ანგარიშგება ხორციელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინასაახალწლოდ ასეთი პოზიტიური მოვლენები მოქალაქეთა განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. ოთარ დანელიას განმარტებით, ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ცალსახად პოზიტივია. ეს კი, ბუნებრივია, დადებით გავლენას სხვა მიმართულებით, სხვა დარგებზეც იქონიებს.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- უკრაინას ახლა აქვს „კარტები“ და ამას ყველა ხვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















