ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 18.12.2015
ნანახია: 1911

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში კომისიის ვებგვერდზე განთავსდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

ამ ანგარიშით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდა.

არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში N539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე